IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% ვადამდელ არჩევნებს ცალსახად მხარს უჭერს 34% – ცალსახად ეწინააღმდეგება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებზე საქართველოში – 34% ამბობს, რომ ცალსახად მხარს უჭერს, ხოლო 34% ცალსახად ეწინააღმდეგება.
18% აცხადებს, რომ გარკვეულწილად მხარს უჭერს აღნიშნულ მოთხოვნას, 8% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, ხოლო 6%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ან აღნიშნულ შეკითხვას პასუხი არ გასცა.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.
IRI-ის ცნობით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.