ეკა სეფაშვილი: ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა, არის გარკვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებები, რამაც საზოგადოებაში პოლიტიკური რყევები გამოიწვია

“ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამას ჩვენ არ უარვყოფთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ იმ დამსახურებებს, რაც ამერიკას და ამერიკელ ხალხს აქვთ გაწეული საქართველოს მოსახლეობის მიმართ”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“თუმცა, არის ფსევდოლიბერალური ღირებულებები, რამაც საქართველოს საზოგადოებაში პოლიტიკური რყევები გამოიწვია და ამას ირიბად თუ პირდაპირ მხარს უჭერდა ამერიკის საელჩო. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ჩვენ გამოვდივართ. ამაში მე ვგულისხმობ, ჩვენი წინააღმდეგობის ფორმა არის სწორედ ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ კონკრეტული, ნათელი და მკაფიო ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ“, – განაცხადა სეფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები