მამუკა მდინარაძე: 7 ნოემბერი ერთგვარი სიმბოლოა იმის, თუ რა არის „ნაცმოძრაობისა” და ქართული რადიკალური ოპოზიციის საფირმო ნიშანი

“7 ნოემბერი არის ერთგვარი სიმბოლო იმის, თუ რა არის „ნაცმოძრაობისა” და ქართული რადიკალური ოპოზიციის საფირმო ნიშანი – ეს არის ძალადობა, მედიისა და თავისუფალი სიტყვის გაქრობის მცდელობა და მიტაცება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციას საფირმო ნიშანი პოლიტიკური ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.

„ამ ყველაფერს სხვას ვერაფერს დაარქმევ. ეს საფირმო ნიშანი მათ არასდროს მოშორდებათ და ვერასდროს ჩამოირეცხავენ იმ ტალახს, რაც არათუ დემოკრატიის, არამედ ადამიანობის ფარგლებში არანაირად არ ჯდება, შესაბამისად, მათ ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები