მაროკოში ესპანეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 300 არალეგალური მიგრანტი დააკავეს
მაროკოს უსაფრთხოების ძალებმა ესპანეთში გადასვლის მცდელობისთვის, სულ მცირე, არალეგალური მიგრანტი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საზღვართან განლაგებულმა, უსაფრთხოების ძალებმა აღკვეთეს სხვადასხვა ეროვნების ასობით არალეგალური მიგრანტის სეუტაში შესვლის მცდელობა.
მიმდინარე წლის ივნისში მელილაში გადასვლის სურვილით მაროკოს საზღვართან 1500-ზე მეტი არალეგალური მიგრანტი შეიკრიბა.
მაშინ მაროკოს პოლიციამ და ესპანეთის ხელისუფლებამ მიგრანტები დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი საზღვარს ორგანიზებულად უტევენ, ძალოვანებს კი ქვებით და მჟავე ნივთიერებებით უპირისპირდებიან.
მოგვიანებით, მაროკოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად 23 მიგრანტი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.