შოთა იმერლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

10 ნოემბერს, 19:00 საათზე ხელოვნების სასახლეში  შოთა იმერლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შოთა იმერლიშვილი არის 30 წლის მხატვარი თბილისიდან, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი. იგი ბავშვობიდან ხატავს და ხელოვნება მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. მისი დებიუტი შედგა 1999 წელს, 8 წლის ასაკში, როდესაც გაიმარჯვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კონკურსში.
მხატვარი ბევრ პრესტიჟულ, ცნობილ სახელოვნებო კონკურსსა თუ გამოფენაში მონაწილეობდა (ბრიუსელი, ნიუ – იორკი, ციურიხი, ლონდონი…)
2019 წლის თებერვალში, ”The Jose Art Gallery”-იმ, ქალაქ ნიუ-იორკში, შოთა იმერლიშვილის ნამუშევარი დაასახელა, როგორც საუკეთესო ნახატი, ასევე, 2022 წლის სექტემბერში, ციურიხში, შვეციარიაში,”Swiss Art Expo”-ზე გამოფენილი იყო მხატვრის ნამუშევარი  – ”The Balance”.
2022 წლის ოქტომბერში შოთა იმერლიშვილის ნახატი გავიდა საუკეთესო 30 ნამუშევარში და გამოქვეყნდა ბრიუსელის სახელოვნებო ჟურნალ ”Bruxel Art Vue”-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები