ერთ დღეში Twitter-დან თანამშრომების 50% გაათავისუფლეს, მომუშავეები სასამართლოში ჩივან
ერთ დღეში, პარასკევს, 4 ნოემბერს Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა თანამშრომლების 50% გაათავისუფლეს, როგორც ცნობილია მომუშავეები სასამართლოს მიმართავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Twitter-ის უსაფრთხოებისა და წესიერების განყოფილების ხელმძღვანელი იოელ როთი ავრცელებს.
როთმა აღნიშნა, რომ საერთო ჯამში კომპანიამ თანამშრომლების 50% გაათავისუფლა, ხოლო მისი განყოფილებიდან თანამშრომლების 15 %. საერთო ჯამში, კომპანიაში 7500 ადამიანი მუშაობს. მან ასევე დაამატა, რომ მომუშავეებმა კომპანიას სასამართლოში უჩივლეს.