კოტე ხიმშიაშვილის შთამომავალმა ზიზი ერისთავმა რეპრესირებული მწერლების მუზეუმს მწერლის პირადი ნივთები გადასცა

რეპრესირებული მწერლების მუზეუმს კოტე ხიმშიაშვილის შთამომავალმა ზიზი ერისთავმა საჩუქრად გადასცა მწერლის პირადი ნივთები – საწერი მაგიდის ნაკრები, საჩოხე ქამრის ლეკვერთხები და წიგნები მისი პირადი ბიბლიოთეკიდან.
„მწერალი კოტე ხიმშიაშვილი 1942 წლის 17 ოქტომბერს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებისა და მასში უშუალო მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს.
დიდი მადლობა ქალბატონ ზიზი ერისთავს და მის ოჯახს მუზეუმისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ექსპონატების შემოწირვისთვის“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები