გიორგი ტყემალაძე: საკრებულოს სხდომაზე გარკვეული დაძაბულობა იყო, მივიღე გადაწყვეტილება, შეგვეწყვიტა პოლიტიკური დებატები

გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს სხდომაზე ბოლოს გარკვეული დაძაბულობა იყო, მე მივიღე ნამდვილად გადაწყვეტილება, რომ შეგვეწყვიტა პოლიტიკური დებატები და გადავსულიყავით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს და ამიტომ არ დაინიშნა რიგგარეშე სხდომა.

“უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საკრებულოში მერის წლიური ანგარიში. ჩვენ არასდროს და, პირველ ყოვლისა, კახა კალაძე არ არიდებს არანაირ კითხვას და პასუხისმგებლობას თავს. თქვენ ნახეთ, რომ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ორივე მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს გარკვეული დაძაბულობა იყო და ესეც ალბათ ზოგადი ფონიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ბუნებრივი იყო, მე მივიღე ნამდვილად გადაწყვეტილება, რომ შეგვეწყვიტა პოლიტიკური დებატები და გადავსულიყავით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ დღეს არავის უსაუბრია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ საკრებულოს სხდომაზე,” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოში “ქართული ოცნებისა” და ” ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები