სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მორიგ აქციას მართავენ

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები დღეს მორიგ აქციას მართავენ. მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები, ამჯერად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბნენ. მანამდე, მათ აქციები ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

მათ რამდენიმე თვის წინ პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილიც გაგზავნეს, პასუხად კი ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცულებს იანვრის თვიდან ხელფასების 10%-ით გაზრდას დაჰპირდა. ექიმები ამბობენ, რომ ეს შეთავაზება მათთვის შეურაცხმყოფელია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები