ანრი ოხანაშვილი: ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური

მე არ ვიცი, ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით – იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

ოხანაშვილის თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოს სახელმწიფოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებას პატივი სცეს.

„ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცვალა მათი ეს მოსაზრება?!
პატივი უნდა სცენ სასამართლოს ინსტიტუტს და თავი შეიკავონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისეთი შეფასებისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება, იყოს აღქმული, როგორც სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევა. შეფასებებში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება. ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობა არის დამოუკიდებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას ხელი შეეწყოს და არა – პირიქით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები