„ილია 185″ – პრემია „საგურამოს“ ლაურეატები და ილიას მედლის მფლობელები დაჯილდოვდებიან

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი სრულდება.
8 ნოემბერს, 15:00 საათზე, უკვე მეოცედ, გაიცემა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის” მიერ დაარსებული პრემია „საგურამო” და ილიას მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს გახდა ცნობილი. 2022 წლის პრემიის მფლობელები არიან:
პოეზია – ჯემალ ინჯია;
პროზა – ზურაბ ლავრელაშვილი;
კრიტიკა – ნოდარ გურაბანიძე;
თარგმანი – ელზა ახვლედიანი;
️ხელოვნება – ლევან ჭოღოშვილი;
ჰუმანიტარული მეცნიერება – ლადო მინაშვილი;
️საბავშვო მწერლობა – სალომე კაპანაძე;
️ილია მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა – დათო მაღრაძეს.
8 ნოემბერს, დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ, დამსწრე საზოგადოებას უმასპინძლებს ანსამბლი „ქართული ხმები”, შემეცნებით-ლიტერატურული მუსიკალური კომპოზიციით – „წუთისოფელი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები