„ვაკუუმი” – სიცარიელის ვიზუალიზაცია კოკა რამიშვილის მხატვრობაში
10 ნოემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოადგენს კოკა რამიშვილის მიმდინარე პროექტს – „ვაკუუმი”.
როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს კონსტრუირება, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეოინსტალაციაში – „ადამიანები სიყვარულის განცდისას”.
„კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება პოსტსაბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის.
„ვაკუუმი” რთული, უხილავ ფსიქოემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის ერთად თავს, ის არ გულისხმობს რეტროსპექტიულ ფორმატს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა გაგრძელდება 2 დეკემბრის 18:00 საათამდე.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი 11.