ნინო ლომჯარია: „ამორალურია ბიუჯეტის ხარჯზე საზღვარგარეთ დროსტარება და გართობა“
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ლიდერი საჯარო მოხეელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხმაურება. ნინო ლომჯარიას ამორალურად მიაჩნია, როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარგარეთ ფუფუნებაში დროს ატარებენ.
„რა არის, იცით? შეიძლება ძალიან გაცვეთლია, რასაც ვამბობ, მაგრამ ისევ აქტუალური – როცა ავადმყოფი, სასიკვდილოდ განწირული ბავშვების, ახალგაზრდების საზღვარგარეთ სამკურნალოდ სახელმწიფო კაპიკებს იძლევა იმის გამო, რომ ბიუჯეტში მეტი თანხა არ არის და აქ კიდევ ვერ მკურნალობ იმის გამო, რომ ჯანდაცვის და განათლების სფეროში ჯუნგლების დონეა. როცა მოხუცები, ბავშვები შიმშილით და სიცივით იხოცებიან, როცა ქალაქში სუნთქვა არ შეიძლება, სრულიად ამორალურია ბიუჯეტის ხარჯზე სამსახურების უფროსების და ვაითანამდებობის პირებისთვის ახალი შავი ჯიპების შეძენა, პრემიების გამოწერა, საზღვარგარეთ ფუფუნებაში ცხოვრება, ჭამა, დროსტარება და გართობა. ნებისმიერ ხელისუფლებას ეხება ეს და ამაში ძალიან კატეგორიული და შეუწყნარებელი ვარ!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ლომჯარია.