პარლამენტმა კომისიებსა და საბჭოებში წარმომადგენლობის პროპორციული კვოტების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 86 ხმით მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა წარადგინა. დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია, საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაში გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია, ანდა უფრაქციო წევრები, რომელთათვისაც შესაბამისი კვოტები უზრუნველყოფილი არ არის.
შექმნილი გამოწვევის გათვალისწინებით იხვეწება რამდენიმე პროცედურული საკითხი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც საპარლამენტო კომიტეტებში, კომისიებსა და საბჭოებში პოლიტიკურ სუბიექტთა წარმომადგენლობის უკეთ უზრუნველსაყოფად კვოტები იცვლება. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პოლიტიკური სუბიექტების საპარლამენტო ორგანოებში წარმომადგენლობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ცვლილება ასევე ითვალისწინებს კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის დატოვების შესახებ განცხადებას. წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, განცხადება ძალაში ბიუროზე ცნობად მიღებისთანავე შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები