„შეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში“ – ცირა რაზმაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

„შეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში” –  პროექტის ფარგლებში „სმირნოვების მუზეუმში“ – „შეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში“ მხატვარ ცირა რაზმაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ცირა რაზმაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის მიზანია, ხელოვნების დარგში მოღვაწე სტუდენტების თუ პროფესიონალი მხატვრების ხელშეწყობა და ემსახურება „სმირნოვების მუზეუმის” პოპულარიზაციას, სადაც დაცულია ევროპული და ქართული ხელოვნების უნიკალური ექსპონატები.
პროექტი ხელს უწყობს სტუდენტებს და პროფესიონალ ხელოვანებს, რათა მათი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობადი და ხელმისაწვდომი.
კვირეულის ფარგლებში, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ყოველი კვირის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
„ეწვიეთ „სმირნოვების მუზეუმს” და იმოგზაურებთ დროსა და ისტორიაში, მოხვდებით, საინტერესო, სასიამოვნო და შემოქმედებით გარემოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები