ჟურნალისტი, დიმიტრი ავალიანი გარდაიცვალა
ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს, სადაც ის გასულ წლებში მუშაობდა.
დიმიტრი ავალიანი მანამდე ტელეკომპანია ,,იმედის,, საერთაშორისო ამბების განყოფილების ანალიტიკოსი და გაზეთ “24 საათის” პოლიტიკური მიმომხილველი იყო. მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში, საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოში. იყო რუსულ “ნოვაია გაზეტას” კორესპონდენტი საქართველოში. დიმიტრი ავალიანი ასევე მუშაობდა “ფაქტჩეკერსა” და “ჯემნიუსში”.
მედიაჰოლდინგი “კვირა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.