„თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება

4-5-6 ნოემბერს ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში, წიგნების ყველაზე მასშტაბური ბაზრობა გაიმართება და ქართველ მკითხველს ათეულობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამომცემლობასა და მაღაზიას გააცნობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის მიზანია, ყველა ასაკის მკითხველისთვის შექმნას გარემო, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
მონაწილეებს შორის არიან:
„სულაკაურის გამომცემლობა“;
English Book Education;
გამომცემლობა „პალიტრა”;
„კოსმო“ – ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები;
„ალონი“;
„ზიარი“;
ელფის გამომცემლობა;
გამომცემლობა „სეზანი”;
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“;
„ქარჩხაძის გამომცემლობა“;
წიგნის მაღაზია „ირინა დენეიკინა“;
ერუდიტი;
წიგნების ონლაინმაღაზია Booksale;
„არეტე“
„პარნასი“;
Bookmark „წიგნები ვაკეში“;
Ahmadiyya Muslim Association Georgia;
„დიოგენე“;
„აგორა“;
გამომცემლობა „ბაკმი“;
გამომცემლობა „ინტელექტი“;
გამომცემლობა „არტანუჯი“;
„პატერსონი“;
გამომცემლობა „აქტი“;
გამომცემლობა „მერიდიანი“;
ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა;
გამომცემლობა „შემეცნება“;
გამომცემლობა „წიგნი+ერი“;
„აუდიტორია“;
„თამაშობანა“;
„ცნობისმოყვარე პანდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები