თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი მეხუთედ გაიმართება

2-5 ნოემბერს. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით,  თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი მეხუთედ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების წარმოჩენასა და ამ დარგის განვითარების ხელშეწყობას.
წელს ფესტივალზე ნაჩვენები იქნება184 ანიმაციური ფილმი 46 ქვეყნიდან, მათ შორის – 5 სრულმეტრაჟიანი ანიმაცია.
ფესტივალი გაიხსნება 2 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში” ფრანგული ანიმაციური ფილმით „შუმის ოდისეა“. ასევე, გახსნის ღონისძიებაზე აუდიტორია იხილავს იტალიურ ანიმაციას „ქეისი“. ორივე ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
ფესტივალის დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 5 ნოემბერს, 19:00 საათზე,  კინოთეატრ  „ამირანში“, სადაც ნაჩვენები იქნება “ოსკარის” მფლობელი ნორვეგიული ანიმაცია „ტიტინა”.
კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები