იაგო ხვიჩია: ვაშაძის მიზანი ჩემი საქმე არ არის, მანდატი მისია და როგორც უნდა, ისე მოიქცეს

პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი ვაშაძე ამ პარლამენტის უფლებამოსილებამდე ამ შენობაში დარჩება თუ მოღვაწეობას სხვაგან გააგრძელებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან პარლამენტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშაძეს გადაწყვეტილების მიღება დააგვიანდა.

„ამ საქმეში ვაშაძეს წარმატებებს ვუსურვებ. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი ვაშაძე ახლა, ამ პარლამენტის უფლებამოსილებამდე ამ შენობაში დარჩება თუ მოღვაწეობას სხვაგან გააგრძელებს. დააგვიანდათ გადაწყვეტილებების მიღება. თუ გინდოდა, რომ პარლამენტში არ შემოსულიყავი და პარლამენტი დაგებლოკა, ცოტა ხნით ადრე უნდა მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება და არა – ახლა. რაც უნდა იყოს ვაშაძის მიზანი, ჩემი საქმე არ არის, მანდატი მისია და როგორც უნდა, ისე მოიქცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია შინაგანად მზად არის – პარლამენტი დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები