პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისთვის შექმნილი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტზე ისაუბრეს.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მათ სტუმრებს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. „უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი. არსებული ნორმიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც მხოლოდ ექვსი თვით არის არჩეული, რაც არ არის მისაღები და არაკონსტრუქციულია. კიდევ ერთი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ, ელექტრონული საარჩევნო სისტემაა, რომელიც ამომრჩევლების მინიმუმ 70%-ს შეეხება. ვფიქრობთ, რომ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ამომრჩევლების დანარჩენი 30% მისცემს ხმას, უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებული რეჟიმი, ვინაიდან იქ გაყალბების ყველაზე მეტი შესაძლებლობა იქნება”, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები