“ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი: 1989 წელს დაბადებული ლევან ქ, 1980 წელს დაბადებული ლონდერ მ, 1974 წელს დაბადებული ხვიჩა ლ, 1985 წელს დაბადებული ოთარ ს. და 1988 წელს დაბადებული დავით ჩ. დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს, ურთიერთობა ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან და აქტიურად ასრულებდნენ მათ დავალებებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ბლოკნოტი მოქალაქეთა მონაცემებით, თანხა – 10 000 ლარი, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „ა-კა-ემ-ეს“-ის მოდელის ავტომატი, „მაუზერის“ სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა“,- აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები