„რეფორმების ჯგუფის” წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ

„რეფორმების ჯგუფის” წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 – პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრეს. „რეფორმების ჯგუფის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოთქვეს, მხარი დაუჭირონ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც დაკავშირებულია რეკომენდაციების შესრულებასთან.

„სტუმრების მხრიდან კითხვები შეეხებოდა საარჩევნო პროცესში არსებულ პრობლემებს. „ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდეთ უვადოდ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ცვლილებების პაკეტი, სადაც ეს პრობლემა გამოსწორებულია. გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები