დავით მათიკაშვილი: რა მეთოდსაც უნდა მიმართონ „ნაცმოძრაობის“ სატელიტმა პარტიებმა, არჩევნებზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ

,,იმდენად გაუფასურებულია ოპოზიციის რეიტინგი ელექტორატში, რა მეთოდსაც  უნდა მიმართონ, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მომხრეების რაოდენობა თანდათან კლებულობს.

„იმდენად გაუფასურებულია ოპოზიციის რეიტინგი ელექტორატში, რომ რა მეთოდსაც  უნდა მიმართონ, რა ახალი ველოსიპედებიც არ უნდა გამოიგონონ ვაშაძეებმა და მისმა მეგობრებმა, ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტმა პარტიებმა, არჩევნებზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ. მათი პულსი საარჩევნო კუთხით, ფაქტობრივად, არ იზომება. ეს ყველაფერი ხრიკები და ფანდებია ისევ იმ ძალიან მცირე რაოდენობის მომხრეების თვალის ასახვევად, რომელთა რაოდენობაც დღითი დღე მცირდება და არჩევნების დღისთვის შეიძლება ნულამდე დავიდეს. მათ შანსი აქვთ, 2024 წლის არჩევნებისთვის ბევრად ნაკლები რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში, ვიდრე დღეს არიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ ყველაზე დემოკრატიული მექანიზმი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობა პრაიმერიზის საშუალებით გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები