ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

3 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
,,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის” – ანგარიშის პრეზენტაციას ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ინგლისურენოვანი ანგარიში, ცხინვალის რეგიონის უძრავ ძეგლთა ელექტრონულ რუკასთან ერთად, მომზადდა ნიუქასლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრასთან და დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალთან თანამშრომლობით, 2018-2022 წლებში.
ანგარიშსა და მის დანართებში აღწერილია ცხინვალის რეგიონის უძრავი კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების მდგომარეობა, აგრეთვე, მიმოხილულია მათი დაცვისთვის საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობა და დასკვნის სახით წარმოდგენილია რეკომენდაციები აღნიშნული მემკვიდრეობის დასაცავად საერთაშორისო ინსტრუმენტების ასამოქმედებლად. პრეზენტაციის შემდეგ, ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები