„პაზოლინი. პოეტის სიკვდილი” – ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება
2 ნოემბერს, 20:00 საათზე, მწერლების ბარში – „H2SO4“ ლუკარეკის ფილმს – „პაზოლინი. პოეტის სიკვდილი” უჩვენებენ.
„მწერლების ბარში H2SO4 ვნახავთ მონაკვეთებს ლუკარელის ფილმიდან, ვილაპარაკებთ პაზოლინის ცხოვრებისა და მკვლელობის დეტალებზე, წავიკითხავთ მის ლექსებს და ნაწყვეტებს ესეებიდან.
1975 წლის 2 ნოემბერს მოკლეს პიერ პაოლო პაზოლინი. მისი მკვლელობის გარემოებები დღემდე ბუნდოვანია. იტალიელმა მწერალმა და ჟურნალისტმა, კარლო ლუკარელიმ მოამზადა დოკუმენტური ფილმი პროექტის “იტალიის საიდუმლოებები” ფარგლებში“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საღამოს გაუძღვება მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე.