შალვა ნათელაშვილი – ვაშაძე-ჯაფარიძეზე: გრძელი ენები რომ აბიათ, ამერიკის საელჩოს ეზოში ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში
ვინც დღეს გვიწვევს ახალ ბლოკში, ორი ბატონი და ერთი ქალბატონი, ესენი იყვნენ დიდი ეროვნული გაერთიანების დაშლის ინიციატორები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “დროას”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„მე არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, რა იმედით უყურებდა ამერიკის ელჩი, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და შეუძღვებოდნენ ოპოზიციას, აი, ამ ორ სუბიექტს, გრძელი ენები რომ აბიათ ახლა. არ დამავიწყდება არც ის, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ ყურში, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.