1-ელი ნოემბერი
10:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში “თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების საკითხი. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ინდუსტრიას ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო კომპენსაციის გადახდის ვალდებულება უნდა ჰქონდეს.”
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
11:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური განცხადებას გააკეთებს.
თემა: “დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ანაზღაურების DRG სისტემა ამოქმედდება – როგორია დაფინანსების ახალი მოდელი, რა იცვლება პაციენტებისა და კლინიკებისთვის, რომელ სამედიცინო მომსახურებებზე გავრცელდება DRG სისტემა.”
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24