რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას – იუსტიციის სახლის განმარტება

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის დაზღვევა შეუძლიათ.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დაზღვეული დოკუმენტების განმეორებით აღებას უფასოდ შეძლებთ, თუ ის:

🔹დაიკარგა;

🔹დაზიანდა;

🔹მოიპარეს.

დაზღვევის ღირებულებას მოქალაქე ერთჯერადად იხდის. ღირებულება შემდეგი პირობებით განისაზღვრება:

🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის 10 სამუშაო დღეში აღდგენა – 6 ლარი;

🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის 5 სამუშაო დღეში აღდგენა-10 ლარი;

🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღდგენა – 16 ლარი.

დაზღვევის ღირებულება 1 წელს მოიცავს და განახლება 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები