ამირან სალუქვაძე: სამიტების მთავარი თემა ტრანსკასპიის პროექტებია – ყველაფერმა საქართველოზე უნდა გაიაროს
ისე, ცენტრალური აზია შეგვასწრებს ევროკავშირში. შარლ მიშელმა სამიტზე განაცხადა, ჩვენ მეგობრობას საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთო. ევროკავშირის და ცენტრალური აზიის საერთო ღირებულებები ჩამომიწეროს ვინმემ, – ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე “ფეისბუქზე” წერს.
“ილჰამ ალიევის თბილისში და შემდეგ ჩვენი პრემიერის უნგრეთში (მოლაპარაკება რუმინეთთანაცაა) ვიზიტების მნიშვნელობა ვინც ვერ გაიგო, ასტანაში გაიმართა სამიტი “ევროკავშირი – ცენტრალური აზია”.
მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ტრანსკასპიის პროექტებია. ყველაფერმა საქართველოზე უნდა გაიაროს.
მანამდე ფონ დერ ლაიენი ბრძანდებოდა ბაქოში. მთავარი თემა აქაც გაზი და ნავთობი იყო.
ისე, ცენტრალური აზია შეგვასწრებს ევროკავშირში. შარლ მიშელმა სამიტზე განაცხადა, ჩვენ მეგობრობას საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთო. ევროკავშირის და ცენტრალური აზიის საერთო ღირებულებები ჩამომიწეროს ვინმემ.
მანამდე გაიმართა სამიტები: “რუსეთი -ცენტრალური აზია”; “ჩინეთი – ცენტრალური აზია”; “აშშ ცენტრალური აზია”. მოკლედ, ყველა თავისას ჩალიჩობს”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.