მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი – დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის და რითეილ სექტორის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონთან დაკავშირებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ.

“სამუშაო შეხვედრა დისკუსიის, ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში გაიმართა. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს პროცედურულ საკითხებზე, საჩივრის მიღების, განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების წესებთან დაკავშირებით. ასევე, ევროპულ პრაქტიკაზე, აღსრულების მექანიზმებზე, ბიზნესის კეთილსინდისიერ ქცევაზე და იმ რეგულაციებზე, რომლის შესრულებაც კომპანიებისთვის 1-ელი ნოემბრიდან სავალდებულო იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები