ანრი ოხანაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში, კაორი იშიკავას შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში, კაორი იშიკავას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს თემატური საკითხები, მათ შორის, გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებით კომიტეტში დაგეგმილი საკანონმდებლო აქტივობები.

„შეხვედრაზე მიმოვიხილეთ პარლამენტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დაინიცირებული ის კანონპროექტები, რომლებზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მზად ვართ მათთან ვითანამშრომლოთ. ასევე, სტუმართან ერთად დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობის სფეროებიც”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები