გიორგი კახიანი: გახარიამ ოლიგარქიაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციაში გადავიდა

როდესმე გაგიგიათ, რომ ოლიგარქიაზე საერთოდ რაიმე ეთქვას?,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას ოლიგარქიასთან დაკავშირებით.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიამ ოლიგარქიის თემაზე საუბარი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაიწყო, რაც მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

„გიორგი გახარია როცა პრემიერმინისტრი იყო, როდესმე გაგიგიათ, რომ ოლიგარქიაზე საერთოდ რაიმე ეთქვას? როგორც ჩანს, ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციაში წავიდა. ეს მიუთითებს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ,  ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა, ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები