ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის – დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად
მწერალთა სახლი, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
„მოსწავლეებმა, დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით, ორი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:
- რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?
- ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან
„პირველი ესეს წერისას შეგიძლიათ განიხილოთ დავით კლდიაშვილის ერთი ან რამდენიმე მოთხრობა („სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ბაკულას ღორები“),
საკონკურსო ესეები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული სახით მისამართზე: nbekishvili@writershouse.ge. ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.
კონსულტაციისთვის დარეკეთ: 593393866 (ნინო ბექიშვილი)
საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 18 ნოემბერი.
ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.
დაჯილდოება გაიმართება დეკემბერში, მწერალთა სახლში.
გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.
I პრემია – 300 ლარიანი ვაუჩერი;
II პრემია – 200 ლარიანი ვაუჩერი;
II პრემია – 100 ლარიანი ვაუჩერი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.