„შეიკარი ღვედი“ – შსს-ში ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება

   შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანიის – „შეიკარი ღვედი“ და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 10 თებერვლიდან იწყებს სოციალურ კამპანიას – „შეიკარი ღვედი“. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო და რადიოეთერებით, ასევე კინოთეატრებში – „რუსთაველი“ და „ამირანი“ განთავსდება.
კლიპში მონაწილე ცნობილი სახეები მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამცავი ღვედის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები – შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: გივი ბერიკაშვილი, ნიკა მაჩაიძე, რობი კუხიანიძე, ნატო მეტონიძე, სამორი ბალდე და ანი ტყებუჩავა დაესწრებიან. ვიდეორგოლის პრეზენტაცია 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები