კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო უსწრებს: ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 2 და ნატოს 5 წევრ სახელმწიფოს

კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა. შესაბამის ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია World Justice Project აქვეყნებს, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონში მდებარეობს.

2021 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოს პოზიცია კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში არ შეცვლილა. ანგარიშში 140 ქვეყანა შეფასებულია რვა მაჩვენებლის მიხედვით, ესენია – სამთავრობო ძალაუფლებების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი. რეიტინგში მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება – დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, ბოლო ადგილს კი ვენესუელა იკავებს. ამასთან, კანონის უზენაესობის ინდექსით უკრაინა 76-ე ადგილზეა. კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, რუსეთი 107-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები