შალვა პაპუაშვილი: ყირიმის პლატფორმაზე გვქონდა შესაძლებლობა, მიგვემართა მონაწილეებისთვის, როგორც ქვეყანას, რომელსაც რუსული აგრესია რამდენჯერმე აქვს გამოცდილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყირიმის პლატფორმაზე გამოსვლისას ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა და მიემართა მონაწილეებისთვის, როგორც ქვეყანას, რომელსაც რუსული აგრესია აქვს გამოცდილი.

“გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიგვემართა მონაწილეებისთვის და მიგვემართა, როგორც საქართველოს, რომელსაც რამდენჯერმე აქვს გამოცდილი რუსული აგრესია.

ის 3 საკითხი, რომელიც გამოსვლაში გვქონდა და შეეხება ომის დანაშაულის დოკუმენტირებას, საერთაშორისო სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის საბაზისო, ფუნდამენტური პრინციპების დაცვას – ეს არის ის 3 საკითხი, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი აგრესიები, ერთი მხრივ, შეწყდეს და, მეორე მხრივ, აღარ განმეორდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები