გივი მიქანაძე: ოპოზიციისთვის მიუღებელია, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდეს – მათი მიზანია, ეს პროცესი როგორმე დააზიანონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდეს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი პროცესის დაზიანებაა.

„ოპოზიციის მხრიდან მორიგ სპეკულაციას ვისმენთ იმის ნაცვლად, რომ ამ პროცესში ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მაშინ, როცა მაქსიმალური გამჭვირვალობის მქონე პროცედურას ვთავაზობთ, ამის საპირისპიროდ ბრალდებებით გვესაუბრებიან და მიუთითებენ იმაზე, რომ მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს 12 პუნქტის შესრულება და მათთვის მიუღებელია, ეს გეგმა „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდეს. მათი მიზანია, ეს პროცესი როგორმე დააზიანონ. სწორედ ამ მიზნით, კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს თავს ესხმიან და ემიჯნებიან რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მათი ნებისმიერი განცხადება არის მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დააზიანონ და მის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები