ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

ფინანსთა მინისტრსა და თურქ დიპლომატს შორის საუბარი, ასევე, შეეხო საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის მიმართულებით.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები