პარლამენტის ბიუროს სახალხო დამცველის კანდიდატთა სია დღეს წარედგინება

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება.

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები” უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ, “ლელომ” და “რეფორმების ჯგუფმა” ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.
ორი კანდიდატი “ევროპელმა სოციალისტებმა” დაასახელეს – ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.
პოლიტიკურმა ჯგუფმა “გირჩმა” სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.
მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს.

მმართველ გუნდს, სახალხო დამცველობიდ საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია.
როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, მათი მხრიდან კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები მიუკერძოებლობა და კომპეტენცია იქნება. მმართველ გუნდს შეკითხვებიც სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები