სოჭის ოლიმპიადაზე ტურისტებს პრობლემები შეექმნათ

  სოჭის ოლიმპიადაზე ბილეთების შეძენის მსურველებს სალაროებთან რიგში დგომა საათობით უწევთ. ტურისტები ამის მიზეზად სისტემის გაუმართაობას ასახელებს. ოლიმპიადაზე ჩასული სტუმრები იმასაც აღნიშნავენ, რომ ინტერნეტით ბილეთების შეძენა შეუძლებელია, რადგან შესაბამის ვებგვერდს პრობლემები აქვს.
ოლიმპიადის ორგანიზატორები მაყურებელს თამაშებზე დასასწრებად მისვლას გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ურჩევენ. მათი თქმით, დრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მაყურებლის შესამოწმებლადაა აუცილებელი.
სწორედ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო ვერ დაესწრო თამაშებს პირველივე დღეს მაყურებლის 10 პროცენტი. ოფიციალური მონაცემებით, თამაშებზე სულ ბილეთების 91 პროცენტი გაიყიდა, თუმცა სტადიონზე მხოლოდ 81 პროცენტი მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები