იტალიის პრემიერმინისტრი: მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს მოლოცვისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი “ტვიტერში” წერს.
როგორც იტალიის პრემიერმინისტრი აღნიშნავს, ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
“იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად”, – წერს იტალიის პრემიერმინისტრი.
