რატი ბრეგაძე – უკრაინულ სანქციებზე: სრულიად გაუგებარია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების მიმართ

სრულიად გაუგებარია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო ცდილობს მშვიდობის შენარჩუნებას, ეროვნული ინტერესების დაცვას და ცდილობს, უკრაინელ ხალხს გვერდით ამოუდგეს, მსგავსი გადაწყვეტილებები მიუღებელია.

„სრულიად გაუგებარია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ეს ჩვენ ადრეც ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ, ამ ყველაფერზე საქართველო არ წამოეგო და პირიქით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამოვუდგეთ გვერდით უკრაინელ ხალხს და სრულიად გაუგებარია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეკისრებათ მსგავსი ტიპის სანქციები“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საქართველოს 4 მოქალაქე დასანქცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები