მიხეილ სარჯველაძე – „ნაცმოძრაობა“ განწირულია პოლიტიკური აღსასრულისთვის”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური აღსასრულისთვისაა განწირული.

მისი თქმით, ამჯერად, რყევები პარტიაში ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

„ვინც ასეთი დესტრუქციული დღის წესრიგის შემოქმედები არიან, სამწუხაროდ, შორს არ წავლენ, დარჩებიან ქართულ პოლიტიკაში და ეცდებიან, იმავე დღის წესრიგი განავითარონ. საბედნიეროდ, მათ ქართულ პოლიტიკაზე დიდი გავლენის მოხდენა დღითი დღე უმცირდებათ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ჰგავს – ხე რომ იჩეხება, წკიპზეა დარჩენილი და არის მეტყევე, რომელიც ცდილობს, ხე წააქციოს. პარტია დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია და განწირულია პოლიტიკური აღსასრულისთვის. პარტია ფორმალურად გაუქმდება თუ არა, ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რა გითხრათ – ამბები გამოვიდა, არის ფიზიკური დაპირისპირება, ბრალდებები, ჩამოუყალიბებელი პოზიციებია. ეს ნიშნავს, რომ ტრიალებს ქაოსი. პარტია ერთიანი არასოდეს ყოფილა და ერთი პირის მიმართ უჩვეულო ერთგულება ჰქონდათ. მათ სისტემაში რყევები ახლა ფინანსურმა მხარემ გამოიწვია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები