ქართული კინოს რეტროსპექტივა მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე

 21-29 ოქტომბერს, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CINEMED) ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, რომელსაც რეტროსპექტივის მონაწილე ფილმების რეჟისორები დაესწრებიან – ლევან კოღუაშვილი, პაპუნა მოსიძიე, მარიამ ხაჭვანი, ალექსანდრე კობერიძე, გიორგი სიხარულიძე და მარი გულბიანი.
შეხვედრა ქართული კინოს წარმატებებს მიეძღვნება და მას ორგანიზებას გაუწევს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი – კრისტოფ ლეპარკი.

პროგრამა:

„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
„დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – რეჟისორი ლევან აკინი;
„სანამ მამა დაბრუნდება“- რეჟისორი მარი გულბიანი;
„ფუტკრის დაცემა“ – რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი;
„ახალი წელი“ – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე;
„ჩემი ტელეფონის მეხსიერება“ – რეჟისორი პაპუნა მოსიძე;
„ცისფერი მთები“ – რეჟისორი ელდარ შენგელაია;
„მარილი სვანეთს“ – რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი;
„პირველი მერცხალი“ – რეჟისორი ნანა მჭედლიძე;
„მონანიება“ – რეჟისორი თენგიზ აბულაძე.
მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები