ნიკოლოზ სამხარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღეს ჩემ ხელმარჯვნივ დარბაზის სიცარიელეს, ალბათ, მომავალ წელს საერთოდ აღარც ვილაპარაკებთ მათზე
არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღეს ჩემ ხელმარჯვნივ დარბაზის სიცარიელეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძემ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მოსმენას არ ესწრებიან.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღეს ჩემ ხელმარჯვნივ დარბაზის სიცარიელეს, როდესაც შარშან გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრად, ,,მინისტრის საათის,, ფარგლებში, მაშინ ცნობილი ეპიზოდი გავიხსენე კინოფილმიდან „ფეოლა“, როდესაც დამარცხებული ბავშვები გადიან დარბაზიდან და „ფეოლა“ მიაძახებს, როგორ არ გრცხვენიათო, რა უქენით ამ ბავშვებსო. წელს, სამწუხაროდ, ეს ადამიანები დარბაზშიც არ შემოვიდნენ. კარგი ტენდენციაა.
ალბათ, მომავალ წელს საერთოდ აღარც ვილაპარაკებთ მათზე და ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩვენი დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.