მიხეილ სარჯველაძე: უმოქმედობამ ამხილა ნამდვილი ჩანაფიქრები, როგორიც შეიძლება, ჰქონდეს ისეთ დესტრუქციულ გუნდს, როგორიცაა „სტრატეგია აღმაშენებელი“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირა, რაც დასანანია.
მისივე თქმით, უმოქმედობამ ამხილა ნამდვილი ჩანაფიქრები, როგორიც შეიძლება, ჰქონდეს ისეთ დესტრუქციულ გუნდს, როგორიცაა „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საერთოდ არ დაუჭირა მხარი არც სიტყვით, არც ხმის მიცემით. ეს, რა თქმა უნდა, დასანანია, იმიტომ რომ უკეთესი იქნებოდა კონსენსუალური ყოფილიყო მოცემულობა. ამის მიუხედავად, კანონს არაფერი დაჰკლებია, მაგრამ, მგონია, რომ ამგვარმა უმოქმედობამ ამხილა ნამდვილი ჩანაფიქრები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ისეთ დესტრუქციულ გუნდს, როგორიც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, – აცხადებს სარჯველაძე.
ცნობისთვის, ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში ასახვას გულისხმობს.