21 ოქტომბერს დევდორაკის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, სისტემის ინსპექტირების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, 2022 წლის 21 ოქტომბერს 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები