გერმანიაში სასტუმრო დაიწვა, რომელშიც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ
გერმანიაში, გროს-სტრემკენდორფის კომუნაში დაიწვა სასტუმრო, რომელშიც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ.
ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
აღნიშნულია, რომ 14-ვე მცხოვრებმა და სამმა თანამშრომელმა შენობის უვნებლად დატოვება შეძლეს.
პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ შენობას ცეცხლი გამიზნულად მოუკიდეს, შესასვლელ აბრაზე სვასტიკის გრაფიტის გამო.
სასტუმროს მცხოვრებლები სხვა შენობაში გადაიყვანეს. შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა.