პუტინმა ცენტრალური და სამხრეთის ფედერალურ ოლქებში “მაღალი მზადყოფნის რეჟიმი” გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ცენტრალური და სამხრეთის ფედერალურ ოლქებში შემავალ სუბიექტებში “მაღალი მზადყოფნის რეჟიმი” გამოაცხადა.
ამის შესახებ მის განკარგულებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ, ღონისძიების ფარგლებში, ამ სუბიექტების ხელმძღვანელები ტერიტორიულ და სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებით გარკვეულ ღონისძიებებს განახორციელებენ.
გარდა ამისა, “რუსეთის შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებების, ორგანოებისა და მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” ზომებს მიიღებენ.
უნდა განხორციელდეს შემდეგი ზომები:
გაძლიერდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მოხდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამხედრო, მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სპეციალური ობიექტების, მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვა; ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკული ობიექტების დაცვა, რომლებიც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, გარემოსთვის საფრთხის შემცველია;
სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა და მათი შემოწმება.