ხინთბა: რუსეთს და აფხაზეთს ერთ სივრცეში შეუძლიათ მუშაობა

   სოხუმში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების თემაზე დისკუსიები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, 24 აგვისტოს იგეგმება დე ფაქტო ხელისუფლების საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დამთავრების შემდეგ ახალი აფხაზურ-რუსული ურთიერთობები დაიწყება. ამ საკითხებზე,,იზვესტიის“ კორესპონდენტს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა ესაუბრა. ხინთბას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ახალი საქმიანი ურთიერთობების აუცილებლობას პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ხედავს.
„ამ საკითხზე მოლაპარაკებები შემოდგომაზე დაიწყება. უკრაინის კრიზისმა დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი დეტალი თავიდან გადასახედია, ამიტომ ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან ორმხრივი ნდობა და ურთიერთგაგება გვინდა“, – განაცხადა ხინთბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები